სამართლებრივი შესაბამისობა & სათანადო გულისხმიერება

კომპანია "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" სამართლებრივი შესაბამისობის სერვისი გულისხმობს ჩვენი კლიენტების არსებული ან სამომავლო ბიზნეს პარტნიორების, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების შესაბამისობის კვლევას საკანონმდებლო მოთხოვნებთან მიმართებაში. სამართლებრივი შესაბამისობის კვლევა მოიცავს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ ყველა მნიშვნელოვან სამართლებრივ სფეროს, მათ შორის: შრომის კანონმდებლობა, სამოქალაქო კანონმდებლობა, კომპანიის ხელშეკრულებათა გადახედვა და შეფასება, საგადასახადო კანონმდებლობა, შიდა კორპორაციული სტრუქტურა და შიდა იურიდიული დოკუმენტები, კონკურენციის კანონმდებლობა, ინტელექტუალური საკუთრება, საავტორო უფლებები და სხვა. სერვისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მენეჯერს ხელი მიუწვდებოდეს მაქსიმალურად ზუსტ, მნიშვნელოვან და ხარისხიან ინფორმაციაზე და მიიღოს რაც შეიძლება ინფორმირებული გადაწყვეტილება. სერვისი ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიმღები პირისათვის ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას, დადებითი და უარყოფითი მხარეების ანალიზს, სარგებლისა და რისკების შეფასებას. კომპანიამ მსგავსი ტიპის სერვისი განავითარა არასამეწარმეო სექტორისთვის, რაც გულისხმობს დონორის მიერ გაცემული გრანტების ხარჯვის სამართლებრივ შეფასებას, გრანტის მიმღები ორგანიზაციის სრულყოფილ იურიდულ ანალიზს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს დონორის მიერ გაცემული სახსრების მართვა მხარეთა შორის შეთანხმებული მიზნების შესაბამისად.

2016-03-23 10:10:28

სახელშეკრულებო სამართალი

იხილეთ ვრცლად

საბანკო სამართალი

იხილეთ ვრცლად

სადაზღვევო სამართალი

იხილეთ ვრცლად

სატელეკომუნიკაციო სამართალი

იხილეთ ვრცლად

მაჩვენე ყველა