საკორპორაციო სამართალი

კომპანია „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ იურისტთა გუნდი  უზრუნველყოფს საკორპორაციოსამართლებრივ იურიდიულ მომსახურებას, რომელიც გულისხმობს კომპანიათა  მარეგულირებელი კანონმდებლობის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საკონტროლო პაკეტის ყიდვა-გაყიდვა, კომპანიის დაუფლება, შერწყმა და შეერთება, საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიათა რესტრუქტურიზაცია და რეორგანიზაცია, სტრატეგიული ალიანსები და პარტნიორები, ზოგადი წარმომადგენლობა საკორპორაციო სამართლის დარგში. კომპანიის მომსახურება მოიცავს დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლობას, კომპანიის სხვადასხვა ორგანოთა ინტერესების დაცვას, სამეწარმეო გადაწყვეტილების წესს, კორპორაციული მართვის სტრუქტურის, გახსნილობის ვალდებულებისა და სამეწარმეო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს. მომსახურება აგრეთვე მოიცავს კლიენტის ინტერესების დაცვას სხვადასხვა სამთავრობო, კერძო თუ თვითრეგულირებად ორგანოებში მიმდინარე სამართლებრივი პროცედურების დროს.

2016-03-23 10:08:45

სახელშეკრულებო სამართალი

იხილეთ ვრცლად

საბანკო სამართალი

იხილეთ ვრცლად

სადაზღვევო სამართალი

იხილეთ ვრცლად

სატელეკომუნიკაციო სამართალი

იხილეთ ვრცლად

მაჩვენე ყველა