საინვესტიციო სამართალი

ინვესტიციები - პირდაპირი უცხოური ინევსტიციების სამართლებრივი მხარდაჭერა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და იგი, თავის მხრივ, რამდენიმე ასპექტს მოიცავს.

საინვესტიციო კონსალტინგი - ჩვენ დაგეხმარებით თქვენი საინვესტიციო გეგმების პოტენციური სამართლებრივი რისკების შეფასებაში და გაგიადვილებთ რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული გადაწყვეტილების მიღებას.

საინვესტიციო კონტრაქტის სამართლებრივი შეფასება და მოლაპარაკებების მხარდაჭერა - თუ თქვენი გადაწყვეტილება პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით დადებითია, ჩვენ გეხმარებით საინვესტიციო ხელშეკრულების პროექტის მომზადებასა და მოლაპარაკების ისე წარმოებაში, რომ თქვენი ინტერესები მაქსიმალურად იქნეს დაცული.

საინვესტიციო პროექტის სამართლებრივი რისკების მართვა და პრევენცია - კონტრაქტის გაფორმებისა და საინვესტიციო პროექტის განხორციელების პროცესში სამართლებრივი რისკების დროული აღმოჩენა და მათი პრევენცია თქვენი წარმატებისთვის აუცილებელია. ეს საქმეც შეგიძლიათ ჩვენ მოგვანდოთ.

საინვესტიციო დავაში კლიენტის ინტერესების დაცვა - თუ, სამწუხაროდ, თქვენი პროექტის გადარჩენა და მოსალოდნელი ზიანის კომპენსაცია მხოლოდ სამართლებრივი დავის რეჟიმშია შესაძლებელი, ჩვენ ამ შემთხვევაშიც გთავაზობთ მაღალ პროფესიულ დონეზე ორგანიზებულ იურიდიულ მხარდაჭერას. უცხოელ კოლეგებთან არსებული საერთაშორისო კონტაქტები ჩვენი მხრიდან კომპლექსური და სრული სერვისის შეთავაზების უმთავრესი გარანტიაა.    

ინვესტიციებთან დაკავშირებულ მომსახურებას ჩვენთვის ტრადიციულად ოთხ ენაზე: ქართულად, რუსულად, ინგლისურად და გერმანულად გთავაზობთ. 

2016-03-23 10:09:03

სახელშეკრულებო სამართალი

იხილეთ ვრცლად

საბანკო სამართალი

იხილეთ ვრცლად

სადაზღვევო სამართალი

იხილეთ ვრცლად

სატელეკომუნიკაციო სამართალი

იხილეთ ვრცლად

მაჩვენე ყველა