მედიაცია

რატომ მედიაცია?

მედიაცია სასამართლოსა და დამოუკიდებელი არბიტრის ჩარევის გარეშე დავის მოგვარების ეფექტური საშუალებაა. ეს არის პროცესი,სადაც ნეიტრალური და კვალიფიციური მესამე პირი - მედიატორი ეხმარება მხარეებს მიიღონ ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება.

იმ შემთხვევაშიც კი როდესაც თქვენ ჩართული ხართ სასამართლო პროცესში, მედიაცია გთავაზობთ უდიდეს უპირატესობას. ის გაძლევთ სასამართლოსათვის გვერდის ავლით დავის მოგვარების საშუალებას. რთული წარმოსადგენია, მაგრამ მედიაცია ხშირად ამართლებს მაშინაც კი, როდესაც მხარეებს ჰყავთ ადვოკატები და დავა წარმატებულია სასამართლოში. მხარეებს მედიაციის პროცესში შეუძლიათ წამოაყენონ კრეატიული იდეები, ისაუბრონ საკუთარ დამოკიდებულებაზე და იმსჯელონ დავის მოგვარების ისეთ გზებზე, რომლებიც შესაძლებელია გამორჩეს სასამართლოს. ამასთან, მედიაცია მხარეებს აძლევს შესაძლებლობას მოაგვარონ დავა იურისტების მიდგომებისა და სასამართლო პროცესის გარეშე. რიგ შემთხვევებში ადვოკატები იმდენად არიან ორიენტირებულნი დავის გამარჯვებით დასრულებაზე, რომ კარგავენ უნარს შეაფასონ მხარეთა ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობები. მედიატორები, ადვოკატებისგან განსახვავებით, სხვაგვარად აფასებენ თითოეული მხარის პოზიციის სიძლიერესა და სისუსტეს, რასაც შედეგად შეუძლია შეცვალოს მხარის შეხედებულება დავის საბოლოო გადაწყვეტაზე სასამართლოში და იძლევა შესაძლებლობას მიღებულ იქნას მხარეთათვის ორმხრივად სასარგებლო გადაწყვეტილება.

მედიაციის გზით მიღწეული შეთანხმება მეტად განხორციელებადია, ვიდრე სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება. როდესაც მხარეები მიმართავენ სასამართლოს, წაგებული მხარე თითქმის ყოველთვის უკმაყოფილოა და ცდილობს ხელი შეუშალოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

მაშინ, როცა კვლევები აჩვენებს რომ,ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ძალისხმევითა და ნება-სურვილით მიაღწიეს შეთანხმებას, ცდილობენ დაიცვან ამ შეთანხმების პირობები.

მედიაციის პროცესი ნებაყოფლობითი და არასავალდებულოა. მედიატორს არ გააჩნია ბერკეტი,რითაც აიძულებს მხარეებს მიიღონ გადაწყვეტილება ან აუკრძალავს გადაწყვეტილებაზე დათანხმებას. მედიატორი ეხმარება მხარეებს პრობლემის (დაბრკოლების) აღმოჩენასა და მათ მოსაგვარებლად სტრატეგიის შემუშავებაში მოლაპარაკებების დროს.

მედიაციის პროცესი დახურული და კონფიდენციალურია. პროცესი, ჩვეულებრივ, მიმდინარეობს დახურულ ოფისში ან შეხვედრების გასამართ დარბაზში და მისი დეტალები არ საჯაროვდება.

შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა მედიაციის პროცესისას, ითვლება დაუშვებელ მტკიცებულებად სასამართლოში.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას რომ მედიაცია:

  • ითვალისწინებს ადამიანური ღირებულებების მნიშვნელობას;
  • საშუალებას აძლევს მხარეებს განსაზღვრონ შედეგი.

 

 

მედიაციის წესები 

 

მ წესებთან  დაკავშირებული ნებისმიერი უფლება მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების უფლება, ტექსტზე, სახელებზე, სავაჭრო/სასაქონლო/მომსახურების ნიშნებზე, დიზაინზე, ხმის ჩანაწერზე, ვიდეოზე,  სურათებზე, კონცეფციაზე და ა.შ.  წარმოადგენს შპს “ჯეი ენდ თი ქონსალთინგის” საკუთრებას. რეპროდუცირება, გადაცემა, გამოქვეყნება შესრულება, ტრანსლირება, ცვლილება, ლიცენზირება ან ნებისმიერი სხვა გზით მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენება შპს “ჯეი ენდ თი ქონსალთინგის” წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია.

 

1. ტერმინთა განმარტება:

1.1. მედიაცია- შპს „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ მიერ დადგენილი წესების თანახმად მედიაცია არის დავის გადაწყვეტის მოქნილი,კონფიდენციალური და ნებაყოფლობითი პროცესი,რომელშიც მედიატორი გამოდის,როგორც დამოუკიდებელი პირი,რომელიც მხარეებს ეხმარება დავის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტაში. მხარეები ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას შეთანხმების შესახებ და განსაზღვრავენ მის პირობებს.

1.2. მხარე- ფიზიკური ან იურიდიული პირი (პირები) რომელსაც მიაჩნია,რომ მისი უფლება დაირღვა და დავის მოსაგვარებლად მიმართავს მედიაციას.

1.3. კეთილსინდისიერი მედიაცია- მხარეები მედიაციის პროცესში თანხმდებიან,რომ გამოიჩინონ კეთილსინდისიერი ძალისხმევა კონფლიქტის მოსაგვარებლად. რაც გულისხმობს შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობას ორმხრივად მისაღები შეთანხმების მიღების მიზნით.

1.4. მედიატორი- შ.პ.ს „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ მიერ ინდივიდუალურად განსაზღვრული და უფლებამინიჭებული პირი,რომელმაც უნდა წარმართოს მედიაციის პროცესი ამ წესების თანახმად.

1.5. მედიაციის საფასური- თანხა, რომელსაც მხარეები იხდიან მედიაციაზე შეთანხმების შემდეგ "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" მიერ განსაზღვრული ტარიფის შესაბამისად.

1.6. მედიატორის გასამრჯელო- საზღაური მედიატორის მომსახურებისთვის.

1.7. შეთანხმება მედიაციის შესახებ- დოკუმენტი ან ხელშეკრულების ნაწილი რომელშიც მხარეები თანხმდებიან მათ  შორის არსებული ან მომავალში წარმოშობილი დავების მედიაციისთვის გადაცემის შესახებ და რომელიც განსაზღვრავს წესებს,რომლის მიხედვითაც უნდა გაიმართოს მედიაციის პროცესი.

1.8. მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმება- მედიაციაში მონაწილე მხარეთა მიერ მიღწეული შეთანხმების პირობების ამსახველი დოკუმენტი.

1.9. Co-mediation-მედიაციის პროცესი რომელშიც მონაწილეობს ორი ან მეტი მედიატორი. მედიატორები მოქმედებენ ერთობლივად რათა დაეხმარონ მხარეებს დავის მოგვარებაში.

1.10. Caucus mediation- თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მედიატორი კონფიდენციალურობის პირობით ხვდება მხარეებს ცალ-ცალკე და სთავაზობს მხარეებს მათ მიერ გამოთქმული შეხედულებების გათვალისწინებით ჩამოყალიბებულ დავის მოგვარების ალტერნატიულ გზებს.

2მედიატორის როლი

2.1. მედიატორი უნდა მოქმედებდეს სამართლიანად და მიუკერძოებლად მედიაციის პროცესში.

2.2. მედიატორი ეხმარება მხარეებს მოლაპარაკების გზით მიაღწიონ მათთვის მისაღებ შეთანხმებას დავის მოსაგვარებლად შემდეგი მოქმედებების განხორციელებით:

  • ეხმარება მხარეებს სადაო საკითბის აღმოჩენა/გამორკვევასა და ჩამოყალიბებაში.
  • სადაო საკითხების გადაწყვეტასა და შემცირებაში
  • განსაზღვრავს პროცედურას რომელიც მიმართულია დავის სწრაფად,ეფექტურად და ნაკლები დანახარჯებით მოგვარებისკენ.
  • ხელმძღვანელობს მოლაპარაკებებს მხარეებს შორის.

2.3. მედიატორმა უნდა წარმართოს მედიაციის პროცესი იმ მეთოდით რომელიც მისი ღრმა რწმენით დავის დეტალებისა და მხარეთა სურვილის გათვალისწინებით შეესაბამება შექმნილ სიტუაციას.

2.4. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.მედიატორს შეუძლია კომუნიკაცია დაამყაროს მხარეებთან ზეპირსიტყვიერად ან წერილობით, ორივე მხარესთან ერთობლივად ან ინდივიდუალურად. მოიწვიოს შეხვედრა ან შეხვედრები მხარეებთან კონსულტაციის შედეგად შეთანხმებულ ადგილზე.

2.5 მედიატორთან ინდივიდუალური კონსულტაციის დროს გამხელილი ფაქტები კონფიდენციალური უნდა დარჩეს მეორე მხარისთვის,თუ არ არსებობს ინდივიდუალურ კონსულტაციაში მონაწილე მხარის ნათლად გამოხატული თანხმობა ამ ფაქტების გამხელასთან დაკავშირებით.

2.6. მედიატორი არ უწევს მხარეებს იურიდიულ კონსულტაციას და არ არის მათი წარმომადგენელი მედიაციის პროცესში.მხარეებმა თავად უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი პოზიცია და მიიღონ გადაწყვეტილება მედიაციის პროცესში განსახორციელებელი ნებისმიერი ქმედებისა თუ უმოქმედობის შესახებ.

3. მხარეთა როლი

3.1. მხარეებმა უნდა შეასრულონ ყველა აუცილებელი ქმედება მედიაციის პროცესის სწრაფად,ჯეროვნად და ეფექტურად წარმართვისთვის.

3.2. თითოეული მხარე(მ):

  • კეთილსინდისიერად უნდა იღებდეს მონაწილეობას მედიაციის პროცესში.
  • ისაუბროს მისთვის განსაზღვრულ დროს და არ შეაწყვეტინოს მეორე მხარეს.
  • მიმართოს მეორე მხარეს სახელით.
  • არ დაესხას თავს,არ დაადანაშაულოს,არ მიაყენოს შეურაწყოფა და დასვას კითხვები ბუნდოვანი საკითხების გამოსარკვევად და გასაგებად.
  • იმ ფაქტებზე კონცენტრირების ნაცვლად, რაც არ გამოვიდა წარსულში,ყურადღება გადაიტანოს მომავალში განსახორციელებელ ქმედებებეზე.
  • დაუყოვნებლივ შეასრულოს მედიატორის ნებისმიერი მითითება პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით.
  • მედიაციის პროცესზე პირადად გამოუცხადებლობის შემთხვევაში მედიაციის პროცესზე მხარეს უნდა წარმოდგენდეს პირი რომელსაც აქვს
  •  ა. პროცედურულ საკითხებზე მოლაპარაკებაში მონაწილეობისა და    გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება
  •  ბ. დავის მოსაგვარებლად გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობისა და  გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.

4. მედიატორის არჩევა

მედიატორს ირჩევს ორივე მხარე ურთიერთშეთანხმებით. თუ მხარეები ვერ შეთანხმდენენ მედიატორის კანდიდატურაზე, “J&T” მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ ნიშნავს მედიატორს ან სთავაზობს მხარეებს მედიატორთა ჩამონათვალს. მედიატორი ითვლება არჩეულად თუ მხარეების მიერ გაკეთებული არჩევანი ერთხელ მაინც დაემთხვევა.

5. მედიატორის აცილება.

თუ მედიატორს სათანადოდ ვერ ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას,ვერ ასრულებს მედიატორის ფუნქციას ან წარმოიშვა ინტერესთა კონფლიქტიJ&T აიცილებს მედიატორს და დანიშნავს ახალ მედიატორს მე-4 პუნქტის თანახმად. მედიატორის აცილებამდე „J&T’’ ეცნობა მხარეებისა და მედიატორის პოზიციას.

6. მოსამზადებელი სხდობა (შეხვედრა)

6.1.თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მედიატორი მათი მონაწილეობით იწვევს მოსამზადებელ სხდომას პირადად ან ვიდეოკონფერენციის სახით. სხდომა(შეხვედრა) ტარდება დავის მედიაციისთვის გადაცემიდან უმოკლეს ვადაში.

6.2. მოსამზადებელი სხდომა იმართება რათა მხარეები(მა) მედიატორის დახმარებით:

  • განიხილონ და შეთანხმდნენ სადაო საკითხებზე ან განსაზღვრონ პროცედურა რომლის მეშვეობითაც ეს საკითხები უნდა დაზუსტდეს და შეთანხმდეს.
  • დაგეგმონ და შეთანხმდნენ როგორ უნდა წარიმართოს მოლაპარაკებებისა და დავის გადაწყვეტის პროცედურა.აუცილებლობის შემთხვევაში შეათანხმონ დოკუმენტების,ასლებისა და წერილობითი პოზიციების გაცვლის განრიგი და ფორმა.

7. ერთობლივი შეხვედრა

7.1. ერთობლივ შეხვედრას ხსნის მედიატორი შესავალი (გახსნითი) სიტყვით,რომელიც შეიცავს მედიატორისა და მხარეების როლის მოკლე მიმოხილვას.

7.2. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან მედიატორი თითოეულ მათგანს განუსაზღვრავს ზუსტ დროს ,რათა მათ წარადგინონ განაცხადი და ჩამოაყალიბონ თავიანთი შეხედულებები დავასთან დაკავშირებით.

7.3. თუ მედიატორი საჭიროდ მიიჩნევს ის განცალკევებით ხვდება მხარეებს 1.10. პუნქტის წესების მიხედვით.

7.4. მხარეებთან მოლაპარაკების შემდეგ (7.3) მედიატორი სთავაზობს მათ კონფლიქტის მოგვარების განსხვავებულ გზებს.

7.5. მედიატორი წყვეტს მედიაციის პროცესს თუ მიიჩნევს რომ მისი და მხარეთა ცდის მიუხედავად სადაო საკითხებზე შეთანხმება შეუძლებელია.

7.6. თუ შეთანხმება მიღწეულია მედიატორი ეხმარება მხარეებს შეთანხმების წერილობით გაფორმებაში.

8. კონფიდენციალურობა

8.1. მედიაციის ყველა შეხვედრა მათ შორის მოსამზადებელი და ერთობლივი შეხვედრა კონფიდენციალურია და მასში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ მედიატორი,მხარეები და კომპეტენტური ორგანოს მიერ შერჩეული პირები რომლებიც უზრუნველყოფენ მედიაციის პროცესის ტექნიკურ მხარეს. (თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ)

8.2. თუ მხარეთა შეთანხმებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებულინებისმიერი ზეპირი ან წერილობითი ინფორმაცია, რომელიც მომზადდა ან გაჟღერდა მედიაციის პროცესის დროს, კონფიდენციალურია და არ გამოიყენება მტკიცებულებად სასამართლო ან საარბიტრაჟო განხილვისას.

8.3. აუდიო ან ვიდეო ჩანაწერები რომლებიც აღწერენ მედიაციის პროცესში განხორციელებულ კომუნიკაციას ელექტრონული ან სხვა ფორმით არ გამოიყენება მტკიცებულებად.

8.4. არც „J&T’’, არც მედიატორი არ არის უფლებამოსილი შეინახოს დოკუმენტები, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირშია დავასთან ან მხარეებთან. ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული დოკუმენტი უნდა დაუბრუნდეს მხარებს, ან  განადგურდეს მედიაციის პროცესის დასრულებისთანავე, მხარეთა თანდასწრებით.

8.5. თუ მედიატორი ეწევა პედაგოგიურ ან სამეცნიერო საქმიანობას,ის ვალდებულია დაიცვას მარეთა ანონიმურობა და გაამართლოს მათი მოლოდინი კონფიდენციალობასთან დაკავშირებით.

9.მედიაციის პროცესის  ადგილი

მხარეები ერთობლივად განსაზღვრავენ მედიაციის პროცესის ადგილს.თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული,J&T-სშეუძლია შეხვედრის ადგილის განსაზღვრა

10. მედიაციის პროცესის ენა

თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული მედიაციის პროცესი მიმდინარეობს ქართულ ენაზე.

11.  მედიაციის საფასური

11.1. მედიაციის პროცესის წარმართვისათვის დაწესებულ ადმინისტრაციულ ხარჯებს ადგენს „J&T’’ იმის გათვალისწინებით, თუ რა ამოცანის შესრულება აკისრია მას და ჩვეულებრივ, არ აღემატება შემდეგს:

დავის ღირებულება

მედიაციის საფასური

5000 აშშ დოლარამდე

100$ (თითოეული მხარე 50$)

5000$-დან   20 000$-მდე

300$ (თითოეული მხარე 150$)

20 000$-დან 50 000$-მდე

500$ (თითოელი მხარე 250$)

50 000$-დან 75 000 $-მდე

750$ (თითოეული მხარე 375$)

75 000$-დან 100 000$-მდე

1000$ (თითოული მხარე 500$)

100 000$-დან 200 000$-მდე

1500$ (თითოეული მხარე 750$)

200 000$-დან 500 000$-მდე

2000$ (თითოეული მხარე 1000 $)

500 000$-დან 1 000000$-მდე

3000$ (თითოეული მხარე 1500$)

1 000000$ და მეტი

5000$ (თითოეული მხარე 2500$)

11.2. თუ დავის ღირებულება არ არის განსაზღრული ადმინისტრაციულ ხარჯებს ადგენს „J&T’’ თავის შეხედულებით, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის დავის სიდიდის(სირთულის) მიხედვით.

11.3.ამ მომსახურებით სარგებლობისას, მხარეები იღებენ პასუხისმგებლობას გადაიხადონ მედიაციის ხარჯები და ამასთანავე ორგანიზაციის, ფართის და სხვა ხარჯები წინასწარ. მხარეები არ იხდიან დამატებით ფართის ან სხვა ხარჯებს თუ მხარეების შეთანხმდნენ შეხვედრაზე „J&T“- იურიდიულ მისამართზე.

11.4. მხარეებმა J&T-ს მიერ წარმართული მედიაციის დროს უნდა გადაიხადონ მედიატორის ყველა აუცილებელი ხარჯი, მათ შორის მგზავრობის ღირებულება და სხვა. ხარჯები უნდა იყოს აღნიშნული მედიაციის შეთანხმებაში და ის ნაწილდება მხარეთა შორის თანახბრად, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან. თითოეულმა ხმარემ უნდა შეიტანოს დეპოზიტზე საერთო თანხის მისი პროპორციული წილი.

11.5. თუ მხარეთა და მედიატორს შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული მედიატორის ანაზღაურება განისაზღვება დროის იმ მონაკვეთით, რომელიც მან გაატარა მოლაპარაკებების პროცესში. ეს ხარჯები ემყარება საათობრივ ანაზღაურებას, რომელიც დაწესებულია J&T-ს მიერ მედიატორის დანიშვნის, მედიატორთან და მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ.

2016-03-23 10:49:15

სახელშეკრულებო სამართალი

იხილეთ ვრცლად

საბანკო სამართალი

იხილეთ ვრცლად

სადაზღვევო სამართალი

იხილეთ ვრცლად

სატელეკომუნიკაციო სამართალი

იხილეთ ვრცლად

მაჩვენე ყველა