არბიტრაჟი

რა არის არბიტრაჟი

არბიტრაჟი არის პროცედურა, სადაც დავა მხარეთა შეთანხმებით გადაეცემა ერთ ან მეტ არბიტრს, რომელთაც გამოაქვთ სავალდებულო გადაწყვეტილება. არბიტრაჟის არჩევით მხარეები სასამართლოს ნაცვლად მიმართავენ დავის გადაწყვეტის კერძო პროცედურას. არბიტრაჟი იძლევა პროცესის კონტროლის საშუალებას, რაც ხანგრძლივი და ძვირადღირებული სასამართლო განხილვს დროს შეუძლებელია.

არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა მიმართოთ არბიტრაჟს:

1. კონფიდენციალურობა - პროცესი არ არის საჯარო, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ვერ გააცნობენ საზოგადოებას საარბიტრაჟო განხილვის შედეგებს.

2. მოქნილობა - არბიტრაჟი მხარეებს მოქნილობის მაღალ ხარისხს სთავაზობს. მხარეები თავად ადგენენ საპროცესო მოქმედებების გრაფიკს არბიტრთან შეთანხმებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ იმასაც, თუ საქმის რომელ ნაწილს სჭირდება საარბიტრაჟო განხილვა და მოსმენა არბიტრის მხრიდან და რომელი საკითხი შეიძლება გადაიჭრას ფორმალური პროცედურების გარეშე. როგორც წესი, მხარეების საპროცესო მოქმედებების დაგეგმვას საკუთარი ადვოკატის მეშვეობით ახორციელებენ.

3. არბიტრის არჩევა - სასამართლოსგან განსხვავებით, სადაც შეუძლებელია მოსამართლის არჩევა არბიტრაჟი გაძლევთ საშუალებას აირჩიოთ პროფესიონალი, რომელიც განიხილავს თქვენს დავას.

4. ხანგრძლივობა - არბიტრაჟი გაცილებით სწრაფია, ვიდრე სასამართლო, რადგან მხარეებს საშუალება აქვთ შეადგენონ საქმის განხილვის განრიგი.  

5.  ხარჯები - არბიტრაჟი საშუალებას აძლევს მხარეებს აკონტროლონ მათი საპროცესო ხარჯები და მოითხოვონ არბიტრაჟის მიერ საქმის მხოლოდ კონკრეტული ნაწილის განხილვა. მხარეებს შესაძლებლობა აქვთ, რომ საქმიდან გამოყონ ის დეტალები რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და მოითხოვონ მასზე კონცენტრაცია, რითაც საგრძნობლად შეამცირებენ საპროცესო ხარჯებს.

ჩვენ გთავაზობთ

იურიდიული ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგი“ გთავაზობთ წარმომადგენლობას ადგილობრივ და საერთაშორისო არბიტრაჟში. ჩვენი წარმომადგენლობა მოიცავს დავების ფართო სპექტრს მათ შორის: სამრეწველო, საბანკო, სამშენებლო, ენერგეტიკულ, სადაზღვევო და გადაზღვევის, საერთაშორისო ფინანსების, საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების, ინტელექტუალური საკუთრების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და კომუნიკაციებს, ტელეკომუნიკაციებს. ჩვენი იურისტები აქტიურად საუბრობენ, წერენ და აქვეყნებენ ნაშრომებს საერთაშორისო საარბიტრაჟო სამართლის  თითქმის ყველა თემაზე, ხშირად გამოდიან საერთაშორისო საარბიტრაჟო სამართალის კონფერენციებზე, მათი ავტორობით გამოცემულია რამოდენიმე წიგნი და  სტატია ამ დარგში.

2016-03-23 10:48:47

სახელშეკრულებო სამართალი

იხილეთ ვრცლად

საბანკო სამართალი

იხილეთ ვრცლად

სადაზღვევო სამართალი

იხილეთ ვრცლად

სატელეკომუნიკაციო სამართალი

იხილეთ ვრცლად

მაჩვენე ყველა