სიახლეები

2016 წლის სექტემბერსა და ოქტომბრის პირველ ნახევარში “ჯეი ენდ თი ქონსალთინგის” მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე დავების გადაწყვეტის სფეროში უმსხვილესი ამერიკული კომპანიის JAMS (Judiciary Arbitration Mediation Services) მიწვევითა და ფინანსური მხარდაჭერით აშშ-ში იმყოფებოდა. 

იხილეთ ვრცლად

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოება თვალყურს ადევნებს შპს “აიპლუსის” დამფუძნებლის, მამუკა მარღიშვილის მიერ დაწყებულ უპასუხისმგებლო კამპანიას, რომელიც ყოველგვარ რაციონალურ ზღვარს გასცდა და პიროვნულ ბრალდებებში გადაიზარდა. 

იხილეთ ვრცლად

ადგილობრივ ბაზარზე მოღვაწე წარმატებული იურიდიული ფირმები - „ჯეი ენდ თი ქონსალთინგი“, „ეფ ელ ესი“, ასევე, „თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტი“ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში გთავაზობთ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელ ინტენსიურ სასწავლო კურსს.

 

იხილეთ ვრცლად

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და შპს „რომპეტროლ საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით 2016 წლის 11 და 12 ივლისს ბორჯომში, სასტუმრო „რიქსოსში“, გაიმართა მასშტაბური კონფერენცია თემაზე - „კონკურენციის სამართალი - ახალი გამოწვევა საქართველოსთვის“.

იხილეთ ვრცლად

4 და 5 ივნისს "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" ორგანიზებით ჩატარდა მორიგი ტრენინგ-კურსი თემაზე "არბიტრაჟი - ბიზნეს და საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება."

კურსს უძღვებოდნენ ჩვენი კომპანიის უფროსი იურისტები - სიმონ ტაკაშვილი და ოთარ მაჩაიძე. ტრენინგები გათვალისწინებული იყო კერძო სამართლით დაინტერესებული პირებისთვის და შეეხებოდა საერთაშორისო არბიტრაჟისა და საინვესტიციო სამართლის მნიშვნელოვან საკითხებს.

იხილეთ ვრცლად