სიახლეები

ჯეი ენდ თი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი, გიორგი ცერცვაძე ჯორჯ ფორსტერის მკვლევართა საზოგადოების პროგრამის გამარჯვებული გახდა. პროგრამა ხორციელდება ალესანდრე ფონ ჰუმბოლტის ფონდის (გერმანია) მიერ და განკუთვნილია გამოცდილი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე უცხოელი მეცნიერებისთვის რომელთა შერჩევაც ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გიორგიმ მიიღო დაფინანსება კვლევითი პროექტისათვის და მომავალი სამი წლის განმავლობაში, სხავდასხვა დროს გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის კვლევით ცენტრებში და გერმანიის ფედერალურ საკარტელო უწყებაში იმუშავებს.

იხილეთ ვრცლად

2016 წლის 21-22 ნოემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „თბილისის მედიაციის დღეები 2016“ ჩატარდა. ღონისძიების მიზანი იყო მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების, განვითარებისა და მისი ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი სისტემის განუყოფელ ნაწილად ქცევის ხელშეწყობა. კონფერენციაში ქართველ ექსპერტებთან ერთად მედიაციის სფეროში მოღვაწე წამყვანი უცხოელი სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ.

 

იხილეთ ვრცლად

2016 წლის 11 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ თედო ნინიძის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კრებულის პრეზენტაცია.

იხილეთ ვრცლად

მიმდინარე წლის 4 და 5 ნოემბერს “ჯეი ენდ თი ქონსალთინგის” მმართველი პარტნიორი UNDP (United Nations Development Program) საქართველოს ოფისის მიწვევით შოტლანდიელ პროფესორთან, ალან პატერსონთან ერთად იურიდიული დახმარების სამსახურის სამოქალაქო სპეციალიზაციის ადვოკატებს შეხვდა.

იხილეთ ვრცლად

2016 წლის სექტემბერსა და ოქტომბრის პირველ ნახევარში “ჯეი ენდ თი ქონსალთინგის” მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე დავების გადაწყვეტის სფეროში უმსხვილესი ამერიკული კომპანიის JAMS (Judiciary Arbitration Mediation Services) მიწვევითა და ფინანსური მხარდაჭერით აშშ-ში იმყოფებოდა. 

იხილეთ ვრცლად