“ჯეი ენდ თი ქონსალთინგი” ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

ევროპული ბიზნეს ასოციაციის შექმნის კონცეფცია საქართველოში 2012 წელს გაჩნდა, 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულების ხემოწერისა და 2017 წელს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ კი მისი მნიშვნელობა და გავლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

 

ევროპული ბიზნეს ასოციაცია აერთიანებს როგორც კომერციულ, ასევე არაკომერციულ სუბიექტებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებიც საქმიანობენ ან იმყოფებიან/ცხოვრობენ ევროპის ან საქართველოს ტერიტორიაზე და აქვთ მნიშვნელოვანი კავშირი ევროპასთან.

 

ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ევროპული სტანდარტის ბიზნეს გარემოს შექმნას, მოახდინოს ჩვენს ქვეყანაში ევროპული ბიზნესის ადვოკატირება და საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოსა და ევროპას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარებაში.

 

„ჯეი ენდ თი ქონსალთინგს,“ თავისი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით არაერთხელ უწარმოებია საქმე  ევროპაში და პირიქით - ევროპელი კლიენტებისათვის საქართველოში. შესაბამისად, მიგვაჩნია და იმედს გამოვთქვამთ, რომ ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრობა კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის ჩვენს თანამშრომლობას ქართულ და ევროპულ კომპანიებთან, რომლებსაც საერთო ინტერესი აქვთ და ფიქრობენ ყველა იმ უპირატესობის წარმატებულ გამოყენებაზე, რასაც ევროპასა და საქართველოში შორის მჭიდრო სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები იძლევა. 

 

 

 

 

                                                               

2018-01-27 20:27:09

დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტმა "ჯეი ენდ თი ქონსალთინგს" მადლობის სიგელი გადასცა

იხილეთ ვრცლად

კომერციულ მედიაციაში წარმომადგენლობის ეროვნული კონკურსი

იხილეთ ვრცლად

სამუშაო შეხვედრა მედიაციის შესახებ სამომავლო კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე

იხილეთ ვრცლად

მაჩვენე ყველა